2012-05-10



ცენტრის მიერ 2 წლიანმა მუშაობამ ზემო სვანეთში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით რეალური შედეგი გამოიღო  

 მიმდინარე პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა ზემო სვანეთში და მისი ჩართვა ადგილობრივ მმართველობაში“ ფარგლებში  ლატალის თემის აქტივისტებთან ერთად 2012 წლის 10 მარტს,  ადგილობრივ მმართველობას შევთავაზეთ ჩვენი პროექტი  ლატალისა და ლენჯერის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით. ინიციატივას მხარი დაუჭირა მესტიის მუნიციპალიტეტის მმართველობამ და ლატალის ტერიტორიაზე რეალურად დაიწყო დროებითი ნაგავსაყრელის მოწყობა. ნაგავსაყრელი მოქმედებაში შევა 25 ივნისიდან.
( ნაგავსაყრელისათვის ტერიტორია შერჩეულია ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2010 წელს განხორციელებული პოექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტების მიერ,  რომელიც  ხორციელდებოდა  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით). 

ჩვენი ცენტრი  მადლობას უხდის  მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ შმაგი ნაკანს და საკრებულოს თავჯდომარეს გოჩა გვარლიანს, ინიციატივის მხარდაჭერისა და პროექტისათვის საჭირო  რესურსების გამონახვისათვის.



Комментариев нет:

Отправить комментарий