2012-06-02

ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის, ახალგაზრდული პროექტების კოორდინატორის, ქსენია მარკოვსკაიას ინიციატივით 1 ივნისს  სოფელ ლატალში ჩავატარეთ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება. სადღესასწაულოდ გავაწყვეთ სოფლის სტადიონი,  მოვიწვიეთ პატარები ლატალის საბავშვო ბაღიდან და საჯარო სკოლიდან. ღონისძიებას 100 ბავშვი ესტუმრა. ჩავატარეთ მხიარული შეჯიბრებები. კერძო დონორების დახმარებით რუსეთიდან, გერმანიიდან და საქართველოდან ბავშვებს გადავეცით სხვადასხვა საჩუქრები აგრეთვე გავუმასპინძლდით ტკბილეულით, წვენებითა და ნაყინით. იმედი გვაქვს, რომ დონორების დახმარებით მომავალ წელსაც ჩატარდება  ჩვენი პატარებისთვის ასეთი მხიარული დღეები.










Комментариев нет:

Отправить комментарий