2012-07-07

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზის 128-130 კმ მონაკვეთზე მშენებლობისას დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები საბოლოოდ დაკმაყოფილდა



სვანეთის ახალგაზრდული ცენტრი 2011 წლიდან ჩაერთო ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზის მშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების დაცვაში. საავტომობილო გზის მშენებლობისას, გზის  მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ჩამოეჭრა საკარმიდამო, ასევე სამეურნეო დანიშნულების  მიწის ფართები, რაზეც მოსახლეობამ მოითხოვა ზარალის ანაზღაურება, თუმცა იმ  ეტაპზე  მათ უარი ეთქვათ ზარალის ანაზღაურებაზე იმ მიზეზით, რომ  მშენებლობის პროექტში არ იყო გათვალისწინებული კომპენსაციები.  
გზის მშენებლობაში ჩართულ მხარეებთან 2-წლიანი თანამშრომლობა რთული, მაგრამ საბოლოოდ  პროდუქტიული გამოდგა, - გზის მშენებლობით დაზარალებულმა 78 -მა ოჯახმა   კომპენსაცია მიიღო. 

Комментариев нет:

Отправить комментарий