2013-03-27

მივესალმებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  ინიციატივას, რომელიც უკავშირდება  სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებას, რაც დახვეწავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მექანიზმებს და უფრო გამჭირვალეს გახდის პროცესებს. თუმცა, იმ რეგიონების ნუსხაში, სადაც გეგმავთ შეხვედრების ჩატარებას, რატომღაც  მესტიის მუნიციპალიტეტი არ შედის.  
ჩვენი ორგანიზაცია 2012 წლიდან ჩართულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონიტორინგში, აქედან გამომდინარე კარგად ვიცნობთ პროგრამის ხარვეზებს.  2012 წელს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ზემო სვანეთში, კერძოდ ლატალის თემშიგანვახორციელეთ პროექტი: „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განვითარების ხელშეწყობა“.  პროექტის ძირითადი მიზანი იყო სოფლის  პროგრამის განხორციელებისას  არსებული პრობლემების შესწავლა და მათი გადაჭრის გზების გამონახვა. კვლევების შედეგებმა გვიჩვენა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მნიშნელოვანია თემებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა ძალიან ბევრი ხარვეზი გამოიკვეთა პროგრამის პროცესების მართვაში, ძირითადად ადგილობრივი მმართველობების არა ორგანიზებული დამოკიდებულება პროგრამის  მართვის პროცესებთან მიმართებაში.
ჩვენი ორგანიზაცია 2013 წელსაც ჩაერთო მიმდინარე პროგრამის პროცესებში. ამ ეტაპზეც პროგრამის ფარგლებში გამოიკვეთა პრიორიტეტების შერჩევა/განხილვებში მოსახლეობის პასიურობა, აქედან გამომდინარე სოფ. ლატალის თვითმმართველობას გაუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, დავეხმარეთ მაქსიმალურად ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩაგვეტარებინა პრიორიტეტების შერჩევის პრინცესი, ლატალის თემის იენაშის უბანში.
 პრიორიტეტების განსაზღვრა ჩატარდა შემდეგნაირად;

1.      საინფორმაციო ფურცლების საშუალებით მოვახდინეთ მოსახლეობის ინფორმირება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ;
2.      ჩავატარეთ ორი შეხვერა, სადაც მოსახლეობასთან ერთად  განიხილა პროგრამა და  შეირჩა პრიორიტეტული საკითხები; (პრიორიტეტების შერჩევისას, აუცილებელია პროგრამით გამოყოფილი თანხისა და შერჩეული პრიორიტეტების ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოების შესაბამისობის განსაზღვრა)
3.      ვინაიდან შეხვერებზე შეუძლებელია მოსახლეობის უმრავლესობის ჩართვა, აქედან განონდინარე ყველაზე პრიორიტეტული საკითხის განსაზღვრის მიზნით, მოსახლეობაში ჩავატარეთ ღია ტიპის გამოკითხვა;  მოვამზადეთ ანკეტები, სადაც წინა შეხვერებზე შერჩეული პრიორიტეტებიდან, ყველა ზრდასრულმა მოქალაქემ შემოხაზა მისთვის მისაღები პრიორიტეტი; (ანკეტების ჩამოტარებაში ჩავრთეთ ყველა პრიორიტეტის ლობისტი, ასევე მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით ყველა მოქალაქემ მიუთითა ვინაობა/ხელმოწერით)
4.      ჩავატარეთ შევსებული ანკეტების შეჯამება, სადაც ობიექტურად ხმათა უმრავლესობით მოხდა გამარჯვებული პრიორიტეტის დამტკიცება


შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპები:  (ამ პროცესებზე თქვენ შეგიძლიათ თავიდანვე მისცეთ მითითეთები თვითმმართველობის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, რადგან არ განმეორდეს ადრე დაშვებული შეცდომები)
1.      მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, რამდენად კანონიერად და კეთილსინდისიერად იქნება დამტკიცებული სოფლის დახმარების პროგრამის ფარეგლებში შერჩეული სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები. აქ ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე სამუშაოები უნდა განახორციელოს არა იმ თემის წარმომადგენელმა (ინდ. მეწარმემ),  სადაც ტარდება სამუშაოები, არამედ სხვა გამოცდილმა ორგანიზაციამ, რაც ხელს შეუწყობს, რომ თემმა თვითონვე აწარმოოს მონიტორინგი სამუშაოების პროცესზე. მოგეხსენებათ თემებში  ნათესაური ფაქტორის გამო ყველა თვალს ხუჭავს დარღვევებზე. (ხშირად პოლიტიკური თვალსაზრისითაც ხდება სამუშაოების განაწილება თემებში თვითმმართველობის მხარდამჭერებზე/ნათესავებზე, რომლებიც სპეციალურად რეგისტრირდებიან მეწარმეებად სოფლის პროგრამის თანხების ასათვისებლად, როცა მათი გამოცდილება და სამუშაოების ეფექტურად ჩატარების მოტივაცია ძალიან დაბალია.
2.      შესრულებული სამუშაოების ჩაბარება, თვითმმართველობის კომისიის მიერ, ეს ეტაპიც ითხოვს დამატებით კორექტირებას, რადგან, აქ აუცილებელია, ამ პროცესს დაესწროს სამოქალაქო საზოგადოება და თემის წარმომადგენლები (სოფლის კომისია), რაც ხელს შეუწყობს ჩატარებული  სამუშაოების ობიექტურად შეფასებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий