2009-08-26

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა ზემო სვანეთში და მისი ჩართვა ადგილობრივ კომუნალურ მეურნეობაში არსებული პრობლემების გადაჭრაში

მიზანი:
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ზემო სვანეთის მოსახლეობის სამოქალაქო განათლებისა და დაინტერესებული ჯგუფების მობილიზებას არსებული პრობლემების საჯარო განსჯისა და მათი გადაწყვეტის გზების მოძიებაში. რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ლატალის თემში ლიდერების შერჩევა, ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა კომუნალურ მეურნეობაში  არსებული პრობლემების განხილვასა და მათი გადაჭრის პროცესში.

შედეგი:
ჩვენს მიერ მომზადებული  აქტივისტებიდან  გამოიკვეთა  19 ლიდერი. მათი მონაწილეობით პროექტის ფარგლებში  შედგა თანამშრომლობა ადგილობრივ მმართველობასთან, რომელთანაც ერთად მოხერხდა რამდენიმე პრობლემის გადაჭრა:
სპეციალისტების მიერ მომზადდა შყალერის უბნის სასმელი წყლის ქსელისა და არსებული სათავე აუზის გაუმჯობესებაზე მიმართული საპროექტო წინადადება, რომელიც 25 ოჯახზეა გათვლილი.
იენაშის უბნის საფილტრავი ნაგებობის კორექტირება და ალტერნატიული გამწმენდი ნაგებობის პროექტირება.
ლედმანის უბნის წყლის მილების განშტოების მოწყობა.
ნარჩენების მართვის საკითხში მოსახლეობის, თვითმმართველობისა და სხვა სტრუქტურების სათანადო ინფორმირება, მათთვის კონსულტაციების გაწევა. 
ექსპერტების მიერ შერჩეულ იქნა  ნარჩენების განსათავსებელი ადგილი და მომზადდა მისი მართვის ეფექტური გეგმა.

დონორი ორგანიზაცია:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი



Комментариев нет:

Отправить комментарий