2009-09-10

მესტია-ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის მონიტორინგი და მშენებლობით დაზარალებული ოჯახების ინტერესების დაცვა

პრობლემა:
სამთო-სათხილამურო კომპლექსისა და მესტია ჰაწვალის გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისას, გამოყენებულ იქნა მოსახლეობის კუთვნილი სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, სათიბები. ამ გზის მშენებლობით დაზარალდა 23 ოჯახი. ისინი ადგიობრივი თვითმმართველობისგან და მშენებლობის მწარმოებელი კომპანიისგან ითხოვდნენ მშენებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. თუმცა პრობლემის გადაჭრა ძნელი აღმოჩნდა, რადგან დაბალია მოსახლეობის კანონიერი მოთხოვნების და მათი გადაჭრის შესაბამისი ცოდნა.
მიზანი:
ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით მონიტორინგის წარმოება, საქართველოს კანონებიდან გამომდინარე, მოსახლეობის ინტერესებისა და უფლებების დაცვა.
შედეგი:
თვითმმართველობასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სიღრმისეულად შესწავლილი იქნა არსებული პრობლემები და დოკუმენტალურად დასაბუთდა დაზარალებულთა მდგომარეობა. დოკუმენტაცია გაეგზავნა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ორ თვიანი თანამშრომლობის შედეგად 21-მა ოჯახმა მიიღო შესაბამისი კომპენსაცია. რეგიონში კერძო საკუთრების დაკანონებასთან არსებულ პრობლემებზე მომზადდა პეტიცია, პეტიციაზე ხელი მოაწერა 5 თემის მოსახლეობამ, პეტიცია განსახილველად გაეგზავნა საქართველოს პარლამენტს. დონორი ორგანიზაცია:
ფრიდრიხ ებერტის ფონდი




Комментариев нет:

Отправить комментарий