2009-10-08

ეკოლოგიური მეურნეობისა და ეკოტურიზმის ხელშეწყობა ზემო სვანეთში, როგორც არეალში ეკოსტაბილურობისა და კულტურული ტრადიციების შენარჩუნების

დონორი ორგანიზაცია:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

პრობლემა: ზემო სვანეთში 2009 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს ტურიზმის განვითარების პროგრამა. რეგიონში დაიწყო მასშტაბური მშენებლობები. პროგრამის თანახმად შენდება სასტუმროები, რესტორნები, სათხილამურო კომპლექსები, ასევე მიმდინარეობს საოჯახო სასტუმროების რეკონსტრუქცია. დაკვირვებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მიმდინარე პროგრამაში არ არის გათვალისწინებული მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის, ისეთი სტრატეგიული კომპონენტები, როგორიცაა ეკო მეურნრონეობისა და ეკო არქიტექტურის განვითარება, რაც გაცილებით მეტად მოიზიდავდა ტურისტებს.

პროექტის მისია:
მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ზემო სვანეთში

დასახული ამოცანები: ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისა და თვითმმართველობისათვის ეკოტურიზმის დარგში საერთაშორისო აპრობირებული მეთოდების გაცნობა. სოფელ ლატალში, მესტიის მუნიციპალიტეტის ამხანაგობა "დაბგვერი"-ს ტერიტორიაზე მცირე, ექსპერიმენტულ სადემონსტრაციო ეკო-მეურნეობის და სამშენებლო ობიექტის  შექმნა.  მშენებლობისას ადგილობრივი ეკოლოგიური მასალების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება  და ეკო სახლის რეკონსტრუქცია/მშენებლობა, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება ნახოს, თუ როგორ მუშაობს ახალი ტექნოლოგიები პრაქტიკაში.

შედეგი:


ეკო მშენებლობა:
პროექტის ფარგლებში აშენდა სადემონსტრაციო ობიექტი „ეკო სახლი“ რომელიც ეკო არქიტექტურის მხრივ მიახლოებულია საერთაშორისო სტანდარტებს, სადაც მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენება მზის გათბობის სისტემა და ეკოლოგიური მასალები.
რეკონსტრუქციამდე

რეკონსტრუქციის შემდეგ



გათბობა: შეიქმნა გათბობის ახალი სისტემა „ეკო ღუმელი“ რომელიც სვანურ ღუმელთან შედარებით მინიმალურ შეშას ხარჯავს და მაქსიმალურ ენერგიას გამოყოფს, ასევე ერთი ღუმელით გამოყოფილი  ენერგიის განაწილება ხდება ყველა ოთახში პროპორციულად, რაც თავისთავად უფრო ეკონომიური და რაციონალურია ბუნებრივი რესურსების გამოყენების თვალსაზრისითაც 
ღუმელის გასათბობად  შეგვიძლია   გამოვიყენოთ ქვანახშირიც.


კედლები: კედლების მშენებლობისას გამოყენებულია ბუნებრივი მასალები: კირი და ნახერხი, რაც მაქსიმალურად ინარჩუნებს სითბოს და ქმნის მიკრო კლიმატს, ასევე უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მშენებლობისას ძირითადად გამოყენებული ნახერხისა და კირის ნაზავი ხსნარი, რომელიც უნიკალურია თბოიზოლაციისათვის, როგორც კედლებში, ასევე ჭერზე სახურავისა და ხის იატაკის ქვეშ. ნახერხის  გამოყენებით შევამცირეთ გარემოს დაბინძურება, რადგან რეგიონში ხე-ტყის დამამუშავებელი საამქროები ბევრია და ნახერხი იყრება მდინარეებში, ხევებში და აშ.










იატაკი:
ნატურალური ქვა „ფიქალის ქვა“ დაიგო სამზარეულოში, ქვა ეკოლოგიურთან ერთად არაჩვეულებრივ ეფექტს ქმნის როგორც ბუნებრივი ინტერიერი.
(ქვის დაგებამდე მოეწყო თიხის გრუნტი, რომელიც ინარჩუნებს სითბოს)






კარფანჯარა:
სახლის გათბობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თბოიზოლაციისათვის სათანადო ფანჯრების მოწყობა. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნა ხის მასალა ორმაგი შუშით, რაც ეკოლოგიურია და თბოიზოლაციისათვის ეფექტური. მშენებლობის პარალელურად დაინტერესებულ მოსახლეობას ჩაუტარდათ ტრენინგები, რამოდენიმე ადამიანი უკვე დაეუფლა აღნიშნულ ტექნოლოგიების გამოყენებას და რაც მთავარია, მოსახლეობაში გაიზარდა ინტერესი  და მოთხოვნილება მათთვის პრაქტიკული და ხელმისაწდომი მასალების გამოყენების მხრივ.













 ეკო მეურნრობა:
ბიო მეურნეობის განვითარების მიზნით აშენდა სათბური ზომით 9X3 -ზე, მშენებლობის პარალელურად დაინტერესებულ მოსახლეობას ჩაუტარდა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ტრენინგები, ლატალის თემში უკვე 11 -მა ოჯახმა გამოთქვა სურვილი სათბურის აშენებაზე და ორი სათბურის მშენებლობა დაწყებულია. პროექტიდან გამომდინარე, 2012 წელს, ჩვენი ცენტრი გახდა რუსეთის ყველაზე მსხვილი მიწათმოქმედების ცენტრის „სიანიე“ -ს პარტნიორი, რაც საშუალებას გვაძლევს ადგილობრივ მოსახლეობაში გავავრცელოთ მაღალმთიანი რეგიონის კლიმატისათვის შესაფერისი ხარისხიანი ნერგები, ასევე ჩავატაროთ რეგულარული კონსულტაციები ბიო მეურნების დარგში.
სათბური აშენდა პარტნიორი ორგანიზაციის "PRO MESTIA"-ს თანამონაწილეობით

ტრენინგები:
მიმდინარე მშენებლობის პარალელურად დაინტერესებულ მოსახლეობას და ადგილობრივ მმართველობას ჩაუტარდა ტრენინგები თემაზე: „მდგრადი ტურიზმის განითარება მაღალმთიან რეგიონში“. საერთაშორისო ექსპერტებმა გერმანიიდან  სასტუმრო სახლების მეპატრონეებს გაუწიეს რეკომენდაციები.












more materials on web page 

http://ecosvaneti.ge/

Комментариев нет:

Отправить комментарий