2010-05-06

ზუგდიდი-მესტიის გზის მშენებლობის სამოქალაქო მონიტორინგი და გზის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული ოჯახების ინტერესების დაცვა

პრობლემა:
ლატალის თემის მოსახლეობის 60% გზის პირას ცხოვრობს, მათთვის არავის გაუცვნია გზის მშენებლობის პირობები. გზის გაფართოების შედეგად 70 ოჯახს ჩამოეჭრა საკუთარი მიწის ფართი, მათ თავიდანვე უარი ეთქვათ კომპენსაციების გაცემაზე. პროექტში არ იყო ჩადებული გზის გადაკვეთაზე სასმელი წყლისა და კანალიზაციის გამტარი მილების მოწყობა, ასევე გზის ჩამოჭრის შედეგად ფერდობი ადგილების სამაგრი ბეტონის/გაბიონის კედლები.
მიზანი:
ადგილობრივ მმართველობასთან ერთად ზუგდიდი-მესტიის გზის მშენებლობის ხელშეწყობა და საქართველოს კანონებიდან გამომდინარე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
შედეგი:
გამოცდილი ექსპერტების დახმარებით გავიგეთ გზის მშენებლობის დამფინანსებლის-აზიის განვითარების ბანკის ფასილიტატორის არსებობის შესახებ, რომელიც ბენეფიციარებისაგან ღებულობდა საჩივრებს. მათთან ურთიერთობის შედეგად თანამშრომლობას მივაღწიეთ აზიის ბანკის წარმომადგენლობასთან საქართველოში, რომელსაც სისტემატიურად ვაწვდიდით გზის მშენებლობის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს, რამაც გამოიღო დადებითი შედეგი. აზიის ბანკისა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს: ზუგდიდი-მესტიის გზის 127-ამდე კილომეტრზე ჩაიდო 10 მეტრიანი წყალგამტარი დრენაჟი. უხარისხოდ დაგებული 80 მ. გზის საფარი ბეტონი აიყარა და ხელახლა დაიგო ხარისხიანი არმირებული გზის ბეტონის საფარი. ლატალში, იანაშის უბანში მოეწყო 200 მეტრიანი სანიაღვრე არხი. მაცხვარიშის უბანში მოეწყო 150 მეტრიანი ბეტონის საყრდენი კედელი. ლამის უბანში მოეწყო 80 მეტრიანი გაბიონის კედელი. გზის გადაკვეთებზე ჩაიდო 17 სასმელი წყლისა და 3 საკანალიზაციო მილი. კომპენსაცია აიღო 45 ოჯახმა, ხოლო დანარჩენ 25 ოჯახს ანაზღაურება დაუმტკიცდა და ელოდებიან თანხის აღებას.
დონორი ორგანიზაცია:
EWMI-GPAC















Комментариев нет:

Отправить комментарий