2010-11-03

სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს

სამწუხაროა, რომ სვანეთის სახელით გაზეთებში და სხვა მედია საშუალებებშიც, მხოლოდ ორი მხარის, პოზიცია–ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, ხოლო მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოება მოვლენებს მიღმა რჩება.
კარგია, რომ ზემო სვანეთში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რისთვისაც დიდ მადლობას უხდით ჩვენს მთავრობას, მაგრამ რჩება მწვავე პრობლემები და მათ გადასაჭრელად აუცილებელია ადგილზე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება-განვითარების ხელშეწყობა და მიმდინარე პროცესებში ჩართვა, რომელიც წამყვან როლს ითამაშებს რეგიონის განვითარებაში.

ჩვენმა ორგანიზაციამ, გურამ თიკანაძის სახელობის ახალგაზრდულმა ცენტრმა, პრიორიტეტი მიანიჭა სამოქალაქო მონიტორინგის კომპონენტს, რადგან სამოქალაქო მონიტორინგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტს სამოქალაქო სექტორის საკმაოდ შეზღუდული ინსტრუმენტების კომპლექსში.
2010 წლის აპრილში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრებით, სოფელ ლატალში სამოქალაქო მონიტორინგის დარგში მოვამზადეთ 10 კაციანი ჯგუფი, რომელიც უკვე ახორციელებს გარკვეულ საქმიანობებს.



მესტია-ზუგდიდის გზის მშენებლობა, სოფ. ლატალის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი

სახელმწიფო თავს იკავებს გზის მშენებლობისათვის საჭირო, მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთების კომპენსაციების გადახდაზე. პირველადი ინფორმაციის მისაღებად შევხვდით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მათი გადმოცემით ამ მონაკვეთის დამფინანსებელმა: აზიის განვითარების ბანკმა უარი თქვა კომპენსაციების გაცემაზე, აქედან გამომდინარე ეს თანხა უნდა გამოეყო ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ხოლო 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი უკვე გაწერილი იყო და ამან შექმნა პრობლემა.

11 აგვისტო: ინფორმაციის დასაზუსტებლად ქ. თბილისში შევხვდით პროექტის შემსრულებელი კომპანიის დირექტორს, რომელმაც იგივე ინფორმაცია მოგვაწოდა და დამატებით გვაცნობა, რომ კომპანია მზადაა გამოყოს 50000 ლარი კომპენსაციებისათვის, მაგრამ პირველრიგში უნდა ჩატარდეს აუდიტის შეფასება/შესწავლა.

24 აგვისტო: მოსახლეობასთან ერთად შევხვდით ადგილზე მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელს, რომელმაც შეგვატყობინა, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დავალებით სოფელში შეაჩერეს სამუშაოების დაწყება და თუ მოსახლეობის მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნა არ შეჩერდა, პროექტი გაგრძელდება სოფლის გამოტოვებით.

8 ოქტომბერი: გზის მშენებლობა სოფლის მიმართულებით შეჩერდა, არადა შემსრულებელს საკმარისი დრო ჰქონდა რათა ეს მონაკვეთი შემოდგომამდე დაემთავრებინა


ადგილობრივი თვითმმართველობის განმარტებით, სოფელში გზის მშენებლობის შეჩერება თითქოს კომპენსაციბის მოთხოვნას უკავშირდება, ხოლო პროექტის შემსრულებლის ახსნით, მშენებლობის შეჩერების მიზეზი არ იყო კომპენსაციების გადაუხდელობა, რადგან მათი კომპანია მზად იყო გადაეხადა კომპენსაციები, რაც საკმარისი იყო მიწის მეპატრონეების დასაკმაყოფილებლად. აქედან გამომდინარე ჩნდება საეჭვო გარემოებები.

სამწუხაროა, რომ სოფელში გზის მშენებლობა შეჩერდა და კიდევ ერთი წლით გადაიდო

Комментариев нет:

Отправить комментарий