ჩვენი ცენტრი აგრძელებს მონიტორინგს 2011 წლიდან მიმდინარე ზუგდიდი-მესტიის გზის მშენებლობის პროგრამაზე.
ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზის მშენებლობისას ლატალის ტერიტორიაზე 70 ოჯახს ჩამოეჭრა საკარმიდამო და სამეურნეო მიწის ნაკვეთი. 2011 წელს ჩვენი ცენტრისა და ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერით 45 -მა ოჯახმა მიიღო კომპენსაცია, ხოლო 25 ოჯახის ზარალის დასადგენად მოვიწვიეთ საგზაო დეპარტამენტიდან კომისია და ერთად შევისწავლეთ ამ ოჯახების ზარალის რაოდენობა. საგზაო დეპარტამენტის კომისიასთან შეთანხმების შედეგად 25 ოჯახისათვის ზარალი უნდა აენაზღაურებინათ 2011 წლის ბოლომდე, მაგრამ პროცესი შეყოვნდა და დღემდე არ გაუციათ ანაზღაურება. არსებულ პრობლემას კიდევ დაემატა ადგილზე მშენებლობის მწარმოებელი კომპანიების გულგრილი დამოკიდებულება ადგილზე დაქირავებულ მშენებლებთან/მუშებთან. 30 მშენებელზე დღემდე სრულყოფილად არ არის გაცემული ჯამაგირი. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ამა წლის 20 მარტს შევხვდით დაზარალებულ მოსახლეობას და მოვამზადეთ ერთობლივი წერილი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ლატალის რწმუნებულთან ერთად დაუკავშირდით საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელს ტარიელ მურუსიძეს, მისი განმარტებით საკითხი გაჭიანურდა დოკუმენტაციის უზუსტობის გამო, რაც უკვე კორექტირებულია და ელოდებიან თანხის გაცემის განკარგულებას. ცენტრის სახელით მზადდება ოფიციალური წერილი საგზაო დეპარტამენტის თავჯდომარის სახელზე.

Комментариев нет:
Отправить комментарий