გურამ თიკანაძის სახელობის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, პროექტის ”სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და მისი ჩართვა ადგილობრივ მმართველობაში” ფარგლებში ამა წლის 10 თებერვალს შედგა შეხვედრა ლატალის თემის ღირსეულ და დამსახურებულ წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი გახლდათ თემში არსებული პრობლემების განსაზღვრა და მათი გადაჭრის მიზნით აქტივისტების შერჩევა. ჩამოყალიბდა 20–კაციანი ჯგუფი, რომელიც გაივლის ამა წლის 7-8 მაისს ტრენინგს თემაზე "სამოქალაქო აქტივობა და თემის განვითარება".
შეხვედრაზე გამოიკვეთა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. ცენტრის ინიციატივით მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი აღნიშნული საკითხის გადაჭრის მიზნით, რომელიც გადაეგზავნა მესტიის საკრებულოს.
საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა გოჩა გვარლიანმა გამოთქვა იმედი, რომ ადგილობრივი მმართველობა გამონახავს საჭირო რესურსებს, რათა გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა ლატალისა და ლენჯერის ტერიტორიაზე, ასევე, დაიწყოს გზის გაყვანა ჩვენი ცენტრის მიერ 2010 წელს განხორციელებული პროექტის ფარგლებში შერჩეული ნარჩენების განსათავსებელ ტერიტორიამდე.

Комментариев нет:
Отправить комментарий