2012-10-28


2012 წლის 13–14 ოქტომბერს,  გურამ თიკანაძის სახელობის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და  სამოქალაქო საზოგადოების  განვითარების  (G-PAC)-ის  მხარდაჭერით  სოფელ ლატალში ჩატარდა  ტრენინგი. მოწვეული გვყავდა გამოცდილი ტრენერები,- ტყის მართვის საკითხებში პატ. ნინო ლომიძე, ხოლო ადგილოდრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის საკითხებში ბატონი ზაზა ხელაძე. ტრენინგის ძირითადი თემა იყო ხე-ტყით სარგებლობა, მასში თვითმმართველობის როლი და სამართლებრივი საკითხების გამტკიცება“. ტრენინგს დაესწრო  სამივე სექტორის - მოსახლეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლის, საბავშვო ბაღის, ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა და ადგილობრივი მცირე მეწარმეების წარმომადგენლობა,
ტრენერებთან ერთად დავათვალიერეთ მესტიის, ლენჯერისა და ლატალის ტყის მასივები, სადაც მიმდინარეობს სამასალე და საშეშე მერქნის დამზადება. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა  დარღვევები, რის შესახებაც  ექსპერტებმა მოამზადეს რეკომენდაციები და გავაცანით თვითმმართველობის ხელმძღვანელობას 
ამ ეტაპისთვის ყურადღება გავამახვილეთ სკოლებისა და ბაგა ბაღების  საშეშე მერქნის მოპოვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რადგან ზამთარი მოახლოებულია და ამ დაწესებულებებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ  მხარდაჭერა შეშით  მომარაგების საკითხში. ექსპერტის დახმარებით, 22 ოქტომბერს შევხვდით ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელს ბატონ გიორგი დათუნაშვილს. აღნიშნულ შეხვერას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ილო ჯაფარიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გოჩა გვარლიანი. მოლაპარაკება დადებითად დასრულდა,- საჯარო სკოლებს გამოეყოთ საშეშე მერქანი და  შემუშავდა  შეშის  უზრუნელყოფის სწრაფი მექანიზმები.
ამ  ეტაპისთვის ვაწარმოებთ მონიტორინგს თუ რამდენად რეალისტურად  და დროულად განხორციელდება საჯარო დაწესებიულებების საშეშე მერქნით უზრუნველყოფა.
შეხვედრაზე გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა საშეშე თუ სამასალე მერქნის მოპოვების სამართლებრივ საკითხებზე რეკომენდაციები გაუწიეს ლატალის საჯარო სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგეს ბატონ ბაგრატ ნანსყანს და მცირე მეწარმეს გიორგი კვანჭიანს.

სამწუხაროდ ცუდი მდგომარეობაა ბაგა-ბაღების საზამთრო შეშით უზრუნველყოფის მხრივ. როგორც გაირკვა  ბაგა-ბაღებისათვის საშეშე მერქნის გამოყოფას სჭირდება მთავრობის დადგენილება, რაც არ არსებობს და აქედან გამომდინარე საკითხი ისევ პრობლემად რჩება. არსებული პრობლემის გადაჭრის მიზნით ვგეგმავთ  უახლოეს დღეებში  თვითმმართველობასთან ერთად წერილით მივმართოთ გარემოს დაცვის სამინისტროს. 







.

Комментариев нет:

Отправить комментарий