2013-01-25

ტრენინგი ლატალში: ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ტყის მართვაში


მიმდინარე პროექტის „ტყის კანონიერი მართვის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე“ ფარგლებში 23-24 იანვარს ლატალის საკვირაო სკოლაში ჩატარდა ტრენინგ-სემინარი,
ტრენინგ–სემინარს ესწრებოდა 16 მონაწილე მათ შორის 3 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი;
ტრენინგ–სემინარის თემა: 
ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ტყის მართვაში
ტრენინგ–სემინარის I დღე
ტყის მართვის საკითხებში ადგილორივი თვითმმართველობის როლი საკმაოდ მორიდებულად ჩათვალა დამსწრე საზოგადოებამ. ასევე მიუღებელი მიაჩნიათ საზოგადოებას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ესოდენ მცირე ტყის მცველების განთავსება. ამ უკანასკნელი მდგომარეობის მიმდევრები ძირითადათ ხანდაზმული მოქალაქეებია, რომლებსაც მოჰყავთ ყოფილი საბჭოური მიდგომა ტყის პრობლემების დაცვასთან და ტყის მცველთა რაოდენობის შეფარდება დღევანდელი მდგომარეობასთან. აღნიშნული საკითხის მოუგვარებლობა უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მოსახლეობაზე , ასევე თვითმმართველობის მუშაობაზე  რაც ერთ–ერთი მთავარი კომპონენტია მოსახლეობის მომსახურეობაზე.
II დღე:
 ძირითადათ მიმდინარეობდა ინტერაქტიური ურთიერთობა მონაწილეებთან თვითმმართველობის როლზე ხე–ტყის გამოყენების სახეებისა და მისი მოპოვების მოქნილი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ, ძირითადი თამაშები მიმართული იყო კანონის ცოდნისა და მისი გამოყენების შესახებ. ბოლო პროცედურა წარმოადგენდა „ტვინის ჭყლეტა“ თემაზე „რა და როგორ უშველოთ ტყეს და ხალხს“.
თვითმმართველობის მხრიდან აღინიშნა უხერხეულებანი რაც დაკავშირებულია სახელმწიფო შენობების (სკოლები, ადმინისტრაციული შენობები) და ა.ა.ი.პ. (საბავშვო ბაღები, სპორტული სკოლები) გათბობის საკითხებთან დაკავშირებით ხე–ტყის მოპოვების, მისი გახმობისა და შეშად სრულყოფისათვის საჭირო დროსა და შესაძლებლობათა თანხვედრის გაუთვალისწინებლობა იწვევს.
საბოლოოდ აღინიშნა რომ შეშის პრობლემის მოქნილად გადაჭრისათვის საჭირო ანალოგიური და სისტემური შეხვედრების მოწყობა არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არამედ საკანონმდებლო ორგანოებისა და ტყის დეპარტამენტის წარმომადგენლებიდან პროცედურათა გამარტივებისა და ტყის რესურსების ათვისების ეფექტურობის ამაღლების მიზნით, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტბისათვის განსაკუთრებით.
ტრენინგ-სემინარს უძღვებოდა პარტნიორი ორგანიზაციის - იმერეთის ახალგაზრდული სამეცნიერო საგანმანათლებლო ასოციაცია „ასა“-ს თავჯდომარე, ექსპერტი  სამოქალაქო ადვოკატირებისა და მონიტორინგის დარგში  ბატონი ზაზა ხელაძე.

Комментариев нет:

Отправить комментарий