2013-02-25

სოფლის დახმარების პროგრამის განხილვა ლატალის თემში


 2013 წლის 23 თებერვალს,  გურამ თიკანაძის სახელობის სვანეთის ახალგაზრდული ცენტრის  ინიციატივით პროექტის   ,,სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა ზემო სვანეთში და მისი ჩართვა ადგილობრივ მმართველობაში“  ფარგლებში შედგა შეხვედრა ლატალის თემის მოსახლეობასთან და გაიმართა შემდეგ საკითხებზე მსჯელობა:
  1. სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში  გამოყოფილი ფინანსების განკარგვაში ყველა თემის მოსახლეობის  ჩართულობის უზრუნველყოფა.
  2. პრიორიტეტების შერჩევისათვის ეფექტური მექანიზმების შემუშავება.
  3. თემებში ინფორმაციის გავრცელების  უზრუნველყოფა.
  4. შეხვედრას დაესწრო 60 მოქალაქე, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობა. შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან თვითმმართველობას ეთხოვა,  მაქსიმალურად მომხდარიყო მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა, როგორც  თემებში გადასაჭრელი პრობლემების შერჩევაში, ასევე  გამოყოფილი რესურსების განკარგვაში.
შეხვედრის შედეგები:
  1. შეირჩა კომპეტენტური კომისია და მათი მეშვეობით მოხდება თემებში არსებული  პრობლემების რანჟირება და  საკითხების გადასაჭრელად საჭირო რესურსების მიახლოებით გათვლა.
  2. ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ახერხებს შეხვედრებზე დასწრებას, ცენტრის ინიციატივით დაიგეგმა ღია ტიპის გამოკითხვის ჩატარება, სადაც ყველა თემში, ყოველი ზრდასრული მოქალაქე  დააფიქსირებს თავის არჩევანს. გამოკითხვა ჩატარდება ცენტრის ორგანიზებით.
  3. ყველა თემიდან   შეირჩა  სამ-სამი წევრისაგან შემდგარი კომისია, რომელიც ორგანიზებას გაუწევს თემებში მოსახლეობის ინფორმირებას.  
 

Комментариев нет:

Отправить комментарий