კარგი იქნება, რომ პრეზიდენტმა შეძლოს სვანეთის საზოგადოებასთან შეხვედრა და მოუსმინოს მათ.
საერთო ჯამში კარგად მიმდინარეობს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტები ზემო სვანეთში, მაგრამ სვანეთი ითხოვს ქმედითუნარიან ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გააძლიერებს მუშაობას შემდეგი მიმართულებით:
•შეცვლის კლანურ მმართველობას და ეგრეთწოდებულ ნეპოტიზმს;
•კარგად გაითავისებს პასუხისმგებლობას და ეფექტურად აამოქმედებს ანგარიშგების მექანიზმს;
•მოსახლეობასთან სისტემატიურდ აწარმოებს საქმეზე ორიენტირებულ შეხვედრებს და გონივრულად მიიღებს კრიტიკას;
•შეძლებს სხვადასხვა სფეროებში არსებული პრობლემების შესწავლას და სწორად რანჟირებას;
•თემების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს და რაციონალურად გაანაწილებს ბიუჯეტს;
•კომუნალურ მეურნეობაში არსებულ პრობლემების გადასაჭრელად მოიწვევს პროფესიონალებს;
•დამოუკიდებლად და ეფექტურად გადაჭრის საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა-უტილიზაციის პრობლემას;
•ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების კომპონენტში, მოსხლეობის ცნობიერების ასამაღლებლად მოიწვევს სპეციალისტებს, პარალელურად მკაცრად აამოქმედებს დაწესებულ სანქციებს;
•გააუმჯობესებს სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ მდგომარეობას;
•ექსპერტებთან ერთად შეისწავლის და გადაჭრის მესაქონლეობისა და ბიომეურნეობის დარგებში არსებულ პრობლემებს;
•სოფლებთან ახლო მდებარე სათიბებში გაიყვანს და აღადგენს საავტომობილიო გზებს, რაც გლეხობას მისცემს საშუალებას შეინახოს გაცილებით მეტი პირუტყვი;
•მოიწვევს ბიომეურნეობის დარგში სპეციალისტებს და დანერგავს სხვადასხვა ჯიშების გამოყვანის კულტურას;
•გაზრდის მოსავლის ყაირათიანობას და პოპულარიზაციას;
Комментариев нет:
Отправить комментарий