2010-12-17

ლატალშიახალი სასმელი წყლის მაგისტრალი ამოქმედდა

სოფელი ლატალი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ითხოვდა სასმელი წყლის მოწყობას, როგორც იქნა ეღირსა წყლის კაპიტალურ სისტემას, რომელიც 5 ნოემბერს შევიდა ექსპლოატაციაში. სათავე ავზისა და მაგისტრალის მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ქსელური სისტემა 7 უბანში იქნა გაყვანილი, საიდანაც მოსახლეობას ოჯახებში თავიანთი სახსრებით უნდა შეეყვანა წყალი, მაგრამ მათთვის პრობლემა გახდა მილების შესყიდვა და ტრანსპორტირება. აქედან გამომდინარე წყლის მილები ისევ თვითმმართველობამ და ასოციაცია ლატალმა შემოიტანა
მაგისტრალური ქსელი 6 კმ-ს მოიცავს.

ლატალის თემი მადლობას უხდის პროექტში ჩართულ მხარეებს:
სახელმწიფოს  პროექტის დაფინანსებისათვის.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს პროექტში სპეციალისტების ჩართვისათვის.
გურამ თიკანაძის სახ. ახალგაზრდულ ცენტრს და ასოციაცია ლატალს პროექტის ინიცირებისა და ზედამხედველობისათვის 

Комментариев нет:

Отправить комментарий