2011 წლის 26 მარტს მესტიაში ჩამოვიდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგნიზაციების წარმომადგენლები. მათი ჩამოსვლის მიზანი გახლდათ ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრების, მათი მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესში კონსულტაციების გაწევა და ამ ფონზე საერთო ვითარების შესწავლა.
ჩვენი ცენტრის ინიციატივით ჩატარდა შეხვედრები დაბა მესტიისა და ლატალის მოსახლეობასთან, რომელსაც უშუალოდ ეხებოდაათ ზემოაღნიშნული საკითხი.
ძირითადად პრობლემატური რჩება ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსის, მესტიის აეროპორტისა და ზუგდიდი – მესტიის საავტომობილო გზის მშენებლობისას გამოყენებული მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა ოდითგანვე სამეურნეო დანიშნულებით ანუ სათიბებად იყენებდა.
ჩვენი შეხედულებით გამოიკვეთა სამი კატეგორიის პრობლემა:
1.მესტიის საჯარო რეესტრში არ რეგისტრირდება მამაპაპისეული მიწის ნაკვეთები იმ ოჯახებისთვის, ვინც მიწის ფართს მესტიის სათხილამურო კომპლექსისა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობს.
2. მიწის ნაკვეთების რეგისტრირება ხდება რეგისტრაციის პროცესების დარღვევით და არა სრულყოფილად.
3.ოჯახები, რომელთა საკუთრება მიწის ნაკვეთებზე უკვე რეგისტრირებულია და სახელმწიფო პროგრამით მიმდინარე სამშენებლო პროცესში მათ ზიანი მიადგათ, ვერ ღებულობენ კუთვნილ კომპენსაციებს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები მესტიის საჯარო რეესტრის თნამშრომლებთანაც.
ასოციაციის წევრთა ჩამოსვლა დროული და საჭირო იყო. მოსახლეობამ გაიარა კონსულტაციები იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით და მიიღო ზოგადი ინფორმაცია თავის კანონიერ უფლებებსა და მოთხოვნებზე.
ჩამოსულმა სტუმრებმა დახმარება აღუთქვეს მოქალაქეებს, რათა მოხერხდეს არსებული პრობლემატიკით სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურების დაინტერესება, მომზადდეს წერილობითი მიმართვები სამშენებლო ობიექტების დამკვეთი ორგანიზაციების სახელზე და ა.შ.

Комментариев нет:
Отправить комментарий