2011-09-01

სვანეთი და გზა

ოდითგანვე სვანეთის ხსენებაზე ეს მხარე იყოფოდა ორად - ზემო და ქვემო სვანეთად. დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთის ეს კუთხე განთქმული იყო როგორც ძნელად მისასვლელი, ამის მიზეზი გახლდათ  დიდთოვლობა, გზის რთული პროფილი და მკაცრი ბუნებრივი მეტეოროლოგია.
ზუგდიდი-მესტიის გზის მშენებლობა განხოეციელდა წინა საუკუნის მეორე ნახევარში, მანამდე კი ზემოსვანეთი დანარჩენ საქართველოს უკავშირდებოდა ქვემოსვანეთის (ლენტეხის) გავლით შემდეგი მარშუტით: მესტია-ლალხორი-ზაგრის უღელტეხილი (2623 მ) - ჩიხარეში-ცაგერი -ლენტეხი ქუთაისი. ანუ მესტიიდან აყვებოდნენ ენგურის ხეობას, გადადიოდნენ ცხენის წყლის ხეობაში და გილავერის გადასასვლელით უკავშირდებოდნენ დანარჩენ საქართველოს. აღნიშნული გზა იყო დღევანდელ გზასთან შედარებით ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან რთული და სეზონური.
წარმოდგენილი სურათით ვრწმუნდებით, რომ თანამედროებაში ზემო სვანეთისათვის ყველაზე პრობლემატური საკითხია სატრანსპორტო კომუნიკაცია.დღეს აღნიშნული სირთულის გადაჭრა მიმდინარეობს  ზუგდიდი - მესტიის გზისა და აეროპორტის მშენებლობით, რისთვისაც ყველა სვანს მადლიერების გრძნობა უჩნდება  ხელისუფლებისადმი. ჩვენის მხრივ მოსახლეობა ვალდებული ვართ, რომ აღნიშნულ მშენებლობას ყველანაირად შეუწყოთ ხელი, რათა იგი ჩატარდეს დროულად, მაღალხარისხიანად, პროექტისა და კანონის სრული დაცვით.
ზემო სვანეთის მაცხოვრებლებისათვის საკმაოდ სასიამოვნო იყო პრეზიდენტის სიტყვების მოსმენა, როდესაც ლაპარაკობდა ზემო სვანეთისა და ქვემო სვანეთის (მესტია-ლენტეხი) დამაკავშირებელი გზის შესახებ, რომლის სიგრძეც სავარაუდოდ 31 კმ-ია და მოითხოვს გვირაბის გაყვანას. აღნიშნული მშენებლობა მრავალმხრივაა  ჩვენთვის საინტერესო; საავტომობილო გზის სიგრძე თბილისამდე 150 კოლომეტრამდე შემცირდება.
დაუახლოვდება ერთი ეთნოსის დაშორებული ორი მხარე;
გაიზრდება /გაუმჯობესდება საკომუნიკაციო საშუალება.
ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტის აზრს მხარს უჭერს  ზემო სვანეთის მაცხოვრებელთა უმრავლესობა და სავარაუდოა, რომ იგივე განწყობაა ქვემო სვანეთის მაცხოვრებლებშიც. აღნიშნული პროექტის განხორციელებას მოჰყვება საკმაოდ დადებითი პროცესები, რომელშიც ჭარბობს ადამიანური ფაქტორი.
ამდენად ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ და ხელს შეუწყობთ აღნიშნულ თემაზე საპროექტო წინადადების დამუშავებას და შემდგომ მის სწრაფად განვითარებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий